ირაკლი კირცხალია გახარიას პარტიის გადაწყვეტილებაზე - მათმა გარე პატრონებმა რეალობას ჩახედეს თვალებში და შეხედეს, რეალურად რა მოცემულობაა ჩვენს ქვეყანაში - მიიღეს დავალება, რომ აი, შებრძანდით პარლამენტში და შემოვლენ

მათმა გარე პატრონებმა რეალობას ჩახედეს თვალებში და შეხედეს, რეალურად რა მოცემულობაა ჩვენს ქვეყანაში. მიიღეს დავალება, რომ აი, შებრძანდით პარლამენტში და შემოვლენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ გახარიას პარტიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

კირცხალიას თქმით, უცხოელ პარტნიორებს მოუწევთ რეალობასთან შეგუება და მივლენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ „ქართულ ოცნებას“ ესაუბრონ პარტნიორულად, ესაუბრონ ისე და იმ ფორმატში, სადაც როგორც მათი ინტერესები, ასევე საქართველოს ინტერესებიც უმაღლეს დონეზე იქნება გათვალისწინებული.

„გულწრფელად რომ გითხრათ ეს რამეს მოუმატებს საპარლამენტო ცხოვრებას ან დააკლებს, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ მთავარი ფაქტი არის ერთი, რომ მათი პატრონები მიხვდნენ და რეალობას ჩახედეს თვალებში. მათ ყოველთვის მივმართავდით, რომ თქვენ არ გიდევთ საზოგადოების პულსზე ხელი, ქვეყანაში რა მოთხოვნებია, რა შეხედულებებია, ყოველთვის ვეუბნებოდით და კიდევ ვეტყვით ჩვენს პარტნიორებს, რომ მოუწევთ იმ რეალობასთან შეგუება, რომელი რეალობაც დგას ჩვენს ქვეყანაში. იმ ღირსეულ გადაწყვეტილებებთან მოუწევთ თვალებში ჩახედვა, იმ გადაწყვეტილებებთან, რასაც ჰქვია სუვერენიტეტის დაცვა, რასაც ჰქვია რეალურად დამოუკიდებელი ქვეყანა და მოუწევთ იმ გადაწყვეტილებების მიღება, მიუხედავად იმ დიდი სურვილისა, რომ ეს ყველაფერი გააბითურონ და გადაგვიყვანონ მათ დღის წესრიგზე, როგორც თავის სხვა პროქსი-სახელმწიფოებზე აკეთებენ და მცდელობები აქვთ, ამას ნათლად ვხედავთ ევროპის შუაგულშიც, სხვა კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებთან მიმართებით, ჩვენთან ეს არ გამოუვათ და მივლენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ გვესაუბრონ პარტნიორულად, გვესაუბრონ ისე და იმ ფორმატში, სადაც როგორც მათი ინტერესები, ასევე ჩვენი ქვეყნის ინტერესებიც უმაღლეს დონეზე იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა კირცხალიამ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება