ევროპარლამენტარი ქეთა ციცქიშვილზე - კიდევ ერთი ქართველი ჟურნალისტი დააპატიმრეს - საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა რუსული სტილის კანონებისა და რეპრესიებისგან იხრჩობა

კიდევ ერთი ქართველი ჟურნალისტი დააპატიმრეს - საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა რუსული სტილის კანონებისა და რეპრესიებისგან იხრჩობა, - ასე ეხმაურება პოლონელი ევროპარლამენტარი, კშიშტოფ ბრეიზა ჟურნალისტ ქეთა ციცქიშვილის ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებას.

„კიდევ ერთი ქართველი ჟურნალისტი, ქეთა ციცქიშვილი დააპატიმრეს. ყოველდღე ციხეში კიდევ ერთი ჟურნალისტი, აქტივისტი, მოქალაქე თუ პოლიტიკოსი ხვდება. საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა, თუმცა რუსული სტილის კანონებისა და რეპრესიებისგან იხრჩობა“, - წერს ევროპარლამენტარი.

მისი განცხადებით, ევროპა არ უნდა გაჩუმდეს.

„ევროპა არ უნდა გაჩუმდეს. შეაჩერეთ რუსული აგრესიის შეღწევა ევროპის კარიბჭეში“, - წერს ევროპარლამენტარი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება