„მოზაიკა“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

„მოზაიკა“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ბიზნესასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, „მოზაიკა“, კრეატიული საკომუნიკაციო სააგენტოა, რომელიც 2008 წელს დაარსდა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

„მოზაიკას“ მომსახურება მოიცავს, შემდეგ სერვისებს: კრეატიულ კამპანიებს, სტრატეგიულ და ვიზუალურ ბრენდინგს, ვიდეო ფროდაქშენს, კორპორატიულ პრომო საჩუქრებს, ღონისძიების მენეჯმენტსა და დიჯითალ მარკეტინგს.

აღსანიშნავია, რომ დღეს „მოზაიკა“ სთავაზობს დამკვეთებს სრულ სარეკლამო მომსახურებას და ქმნის კრეატიულ პროექტებს, რომლებსაც რეალური შედეგი მოაქვთ ბრენდებისთვის. კომპანიის სლოგანია „წარმოიდგინე წარმოუდგენელი“.

კომპანიაში დასაქმებულია 60-კაციანი პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ემსახურება 100-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებელს. 5000-ზე მეტი წარმატებული პროექტისა და საერთაშორისო ჯილდოების მიღების შემდეგ, „მოზაიკა“ აგრძელებს უწყვეტ წინსვლას და შემოქმედებითი ინდუსტრიის სფეროში ქმნის ინოვაციურ, დასამახსოვრებელ და შედეგზე ორიენტირებულ კამპანიებს.

„მივესალმებით „მოზაიკის“ მენეჯმენტს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. კომპანიამ 18-წლიანი ისტორიის მანძილზე შეძლო ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან საკომუნიკაციო სააგენტოდ დაემკვიდრებინა თავი. მოხარულნი ვართ, რომ ასეთი ისტორიისა და გამოცდილების მქონე კომპანია შემოუერთდა BAG-ის და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და პროდუქტიული იქნება“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება