უკრაინა ევროკავშირს მოუწოდებს, უნგრეთის ვეტოს მიუხედავად გაწევრიანების არაფორმალური მოლაპარაკებები დაიწყოს

უკრაინის ევროპული ინტეგრაციის კოორდინაციის საკითხებზე მომუშავე სამთავრობო ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ილკოვის განცხადებით, უკრაინა ელოდება ევროკავშირის პასუხს განხორციელებულ რეფორმებზე და ბლოკს უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ვეტოს მიუხედავად არაფორმალური მოლაპარაკებების პროცესის დაწყებისკენ მოუწოდებს.

ილკოვის თქმით, უკრაინა აგრძელებს ტექნიკურ მზადებას მოლაპარაკებებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი მათი დაწყების გადაწყვეტილებას ბლოკავს.

„წლის ბოლოსთვის უკრაინა აბსოლუტურად მზად იქნება ექვსივე კლასტერის გასახსნელად“, - განაცხადა ილკოვმა და დასძინა, რომ პირველ, მეორე და მეექვსე კლასტერებზე მუშაობა უკვე დასრულებულია.

„ვუახლოვდებით იმ ეტაპს, როდესაც ჩვენი პარტნიორებისგან პროგნოზირებადობა აბსოლუტურად აუცილებელია. არ ვითხოვთ დათმობებს. ჩვენ ვითხოვთ პროგნოზირებადობას. ჩვენ გვჭირდება საგზაო რუკა, სადაც გარკვეული მიღწეული პროგრესი გარკვეულ გადაწყვეტილებებამდე მიგვიყვანს“, - განმარტა მან.

ილკოვის თქმით, მთავრობა მოწოდებულია, გააგრძელოს გაწევრიანებისკენ სვლა უნგრეთის ვეტოს მიერ შექმნილი ამჟამინდელი დაბრკოლების მიუხედავად. ამ მიზნით, ის გაწევრიანების პროცესის ახალი ელემენტის - არაფორმალური კონსულტაციების ფორმატის - შემოღების შეთავაზებით გამოდის, რომლის მეშვეობითაც, ილკოვის განმარტებით, უკრაინა და ევროკავშირი მოლაპარაკებებში წინსვლას შეძლებენ.

„გვესმის, რომ კონსულტაციები არაფორმალურია და ვერ შეცვლის მოლაპარაკების პროცედურებს“, - აღნიშნა მან.

უკრაინული მედია წერს, რომ კიევი ბოლო დრომდე ეწინააღმდეგებოდა გაფართოების „არაოფიციალურ“ გზებს და კლასტერების ოფიციალურ გახსნას მოითხოვდა. ბოლო დროს კი გაჩნდა სიგნალები იმასთან დაკავშირებით, რომ უკრაინა მზადაა არაფორმალური გზაც განიხილოს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი