გურამ მაჭარაშვილი - 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის დაგმობა რომ არ ისმის, იმის მანიშნებელია, რომ „დიფ სთეითი“ ბევრ საერთაშორისო ფორმატშია შეღწეული - მათი დაფინანსებულია 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობა და თავის თავს ხომ არ გააკრიტიკებენ?

„დიფ სთეითი“ ძალიან ბევრ საერთაშორისო ფორმატშია შეღწეული - „დიფ სთეითის" დაფინანსებულია, მათ შორის, 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობა და თავის თავს ხომ არ გააკრიტიკებენ?!, - ამის შესახებ „ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის თაობაზე, რომ „ევროკავშირის მინისტერიალზე 4 ოქტომბრის მოვლენების დაგმობა ვერ მოვისმინეთ".

მისივე თქმით, იმედი უნდა გვქონდეს, რომ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება, რადგან 4 ოქტომბერს ყველამ დაინახა, რომ უმჯობესია საქართველოსთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ჰქონდეთ.

„ის, რომ 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის და დამხობის პროცესების დაგმობა არ ისმის საერთაშორისო ფორმატებიდან, იმის მანიშნებელია, რასაც სხვათა შორის, მათ შორის, ამბობს ამერიკის პრეზიდენტი, ამერიკის სახელმწიფო მდივანი და დაზვერვის ხელმძღვანელი, რომ "დიფ სთეითი" ძალიან ბევრ საერთაშორისო ფორმატშია შეღწეული. "დიფ სთეითის" დაფინანსებულია, მათ შორის, 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობა და თავის თავს ხომ არ გააკრიტიკებენ?! ასე გამოსდით. სამწუხაროა ეს, მაგრამ რეალობაა, თუმცა მეორე მხრივ, ჩვენ იმედი უნდა გვქონდეს, რომ ამ ურთიერთობების გადატვირთვა მოხდება. იქიდან გამომდინარე, რომ 4 ოქტომბერს ყველამ დაინახა, მათ შორის, საერთაშორისო საზოგადოებამ, რომ უმჯობესია საქართველოსთან გქონდეს მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა," - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ის, ასევე, გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომ „ვიზებზე ახალი რეგულაციები, რომლებიც ნოემბერში შევა ძალაში, საშუალებას მისცემთ, ზოგიერთი ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმონ“, და აღნიშნა, რომ „ეს დაბოღმილი ადამიანების განცხადებაა”.

„მე მგონია, რომ ეს არის დაბოღმილი ადამიანების განცხადება. მიხვდნენ იმას, რომ საქართველო ვერ დააჩოქეს, საქართველო ვერ გახადეს ლგბტ პროპაგანდის ცენტრი, ვერ დაიწყეს აქ ომი და შესაბამისად, არიან დაბოღმილები, თორემ უვიზო მიმოსვლა რის საფუძველზეც დაწესდა, იქ არაფერი არ დარღვეულა. ერთი განცხადება თუ ახსოვს ვინმეს ან ახლა გააკეთონ, კი ბატონო, რის გამოც, ტექნიკურად, სამართლებრივად შეიძლება დადგეს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი საფრთხის ქვეშ?! აბა თქვან თუ არიან სამართლიანები, რაზეც ზოგადად, იდგა ევროპა?! ეს არის ზუსტად უბედურება, რომ ეს ხალხი უკვე აღარც წესდებაში იხედება, აღარც საერთაშორისო კონვენციებში, აღარც ღირებულებებში, რაც გააჩნდა ევროპას და გადმოსულია რაღაც მუქარებზე, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ. რა იქნება, ამას ჩვენ ვნახავთ მაგრამ ის, რასაც ითხოვს ევრო ბიუროკრატია, არა თუ უვიზო მიმოსვლის, ნებისმიერ ფასად, რა თქმა უნდა, არ დათმობს ქართული საზოგადოება“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება