„პრიმოს“ მხარდაჭერით Babolat X Lamborghini-ის პადელის სამოყვარულო ტურნირი გაიმართა

სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ პრემიუმ ბრენდის, „პრიმოს“ მხარდაჭერით, Lamborghini Tbilisi-სა და საქართველოში, ჩოგნების საერთაშორისო ბრენდის, Babolat-ის ოფიციალური წარმომადგენელი კომპანიის პარტნიორობით, პადელის სამოყვარულო ტურნირი გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ჩემპიონატს KUS TBA PADEL-ის კლუბმა უმასპინძლა და მისი მთავარი ინსპირაცია, ორი კომპანიის, გლობალური თანამშრომლობა იყო, სამოყვარულო ტურნირში, ჯამში 90 მონაწილე იყო ჩართული.

„მსგავსი ტიპის ღონისძიებები ჩვენთვის განსაკუთრებულად საინტერესოა და ყოველთვის ვცდილობთ მხარი დავუჭიროთ ისეთ აქტივობებს, რომელიც სრულად არის მორგებული „პრიმოს“ მომხმარებლის ცხოვრების სტილს. „პრიმოს“ მთავარი დაპირება კომფორტი, სიმარტივე და მოქნილობაა - სწორედ ის, რაც აღნიშნული ტურნირის მთავარი ინსპირაცია იყო“, - განაცხადეს „ალდაგში“.

„პრი­მო“ „ალ­და­გის“ პრე­მი­უმ ბრენ­დია და სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი პერ­სო­ნა­ლუ­რი სა­და­ზღვე­ვო მომ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ­ლის ფარ­გლებ­ში და­ზღვე­უ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლის მფლო­ბელს ჰყავს პი­რა­დი მე­ნე­ჯე­რი „ალ­დაგ­ში“ და სარ­გებ­ლობს ექ­სკლუ­ზი­უ­რი პი­რო­ბე­ბით და­ზღვე­ვა­ზე, მათ შო­რის, ავ­ტო­რი­ზე­ბულ სერ­ვის­ცენ­ტრებ­ში მომ­სა­ხუ­რე­ბა, კონ­სი­ერ­ჟის მომ­სა­ხუ­რე­ბა.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!