მაკა ბოჭორიშვილი - საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქმენეთთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას

საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქმენეთთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების საკმაოდ კარგი პოტენციალი და ვფიქრობთ, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოში ვიზიტად მყოფ თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, რაშიდ მერედოვთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მაღალი დონის შეხვედრები ბიძგს აძლევს ქვეყნებს შორის უფრო მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებას.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა გიმასპინძლოთ თბილისში. საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქმენეთთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებას, რომელიც ეფუძნება თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის პრინციპებს. ჩვენს ხალხებს შორის არსებობს მეგობრული დამოკიდებულება, მეგობრული ურთიერთობა და ეს არის საუკეთესო საფუძველი, რომ ურთიერთობების ეს ისტორია დაედოს საფუძვლად ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისა და პარტნიორული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას. მივესალმებით საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის დინამიკას. წელს უკვე განხორციელდა არაერთხელ მაღალი დონის შეხვედრა. მაღალი დონის შეხვედრები ბუნებრივია ბიძგს აძლევს უფრო მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბებას ქვეყნებს შორის. დღევანდელი ვიზიტიც ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. მნიშვნელოვანი ნაბიჯი ინტენსიური პოლიტიკური განვითარებისთვის. პოლიტიკური დიალოგი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში, რაც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაში.

მომავალ წელს გაიმართება ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათა შორის კომისიის მორიგი შეხვედრა, რაც ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება შემდგომი თანამშრომლობის სფეროების იდენტიფიცირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებობს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის განვითარების საკმაოდ კარგი პოტენციალი და ვფიქრობთ, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ.

დღეს ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და შევთანხმდით, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროები მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ორ ქვეყანას შორის, საქართველოსა და თურქმენეთს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობისა და კავშირების გაძლიერებას. საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ინტენსიური თანამშრომლობა გაგრძელდება და ჩვენც ჩვენს წვლილს შევიტანთ ამ პოზიტიურ დინამიკაში.

საქართველო ამ დღეებში მასპინძლობს აბრეშუმის გზის ფორუმს, რაც მნიშვნელოვანი ფორუმია და უკავშირდება საქართველოსთვის ერთ -ერთ მნიშვნელოვან საკითხს და ეს არის დაკავშირებადობა. ბუნებრივია, ამ მიმართულებითაც თურქმენეთთან ურთიერთობების გაძლიერება ჩვენთვის არის პრიორიტეტული. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობას. საქართველოც და თურქმენეთიც პატივს სცემენ საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო ნორმებს. მე მადლობას გადაგიხდით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. მზად ვართ, გავაგრძელოთ ნაყოფიერი თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. ჩემთვის ასევე პატივი იყო მქონოდა დისკუსია ჩემს კოლეგასთან სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელიც შეეხებოდა ჩვენს რეგიონს, უფრო ფართო რეგიონს, უსაფრთხოების საკითხებს ჩვენს რეგიონში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას, რასაც ვიზიარებთ, იმისთვის, რომ უფრო მეტად შევძლოთ თანამშრომლობა, ეკონომიკური კავშირების გაძლიერება ჩვენს ქვეყნებს შორის“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო