თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - თურქმენეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, პოზიტიურად ვაფასებთ ორმხრივი კონტაქტების გაძლიერებას

ჩვენი ორი ქვეყნის მონაწილეობის როლი საერთაშორისო ორგანიზაციებში მნიშვნელოვანია - მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქართულ მხარეს იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც იგი თურქმენეთის მიმართ იჩენს, სწორედ, საერთაშორისო ასპარეზზე,- ამის შესახებ თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რაშიდ მერედოვმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდგომ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ორივე ქვეყანა მისდევს იმ დებულებს, რომლებიც ქვეყნებს შორის არსებულ ხელშეკრულებებშია მოცემული.

„დიდი მადლობა. ძალიან კარგი და ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ჩვენ ორ სამინისტროს შორის. რა თქმა უნდა, მე გულწრფელად გიხდით მადლობას თქვენ, ჩემს ქართველ კოლეგებს, იმ სტუმართმოყვარეობისათვის, რომელიც თქვენ დელეგაციის მიმართ გამოიჩინეთ.

ქალბატონ მინისტრთან მოლაპარაკებები ღია და კონსტრუქციულ ატმოსფეროში წარიმართა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრი განვიხილეთ და კიდევ ერთხელ დავადასტურეთ პარტნიორობის გაღრმავების მიმართ ჩვენი საერთო ინტერესი. ხაზი გავუსვით, რომ თურქმენეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება და პოზიტიურად ვაფასებთ ორმხრივი კონტაქტების გაძლიერებას, კერძოდ, შეხვედრების მაღალ დონეზე.

ეკონომიკური ურთიერთობები თურქმენეთსა და საქართველოს შორის დინამიკურად ვითარდებოდა, განსაკუთრებით მაღალი დონის შეხვედრების მეშვეობით.

მინდა ხაზი გავუსვა, თურქმენეთში, მისი აღმატებულების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბოლოდროინდელ ორ ვიზიტს. ეს გახლავთ გარკვეული ასახვა იმის, თუ რაოდენ დიდი ინტერესი გააჩნია საქართველოს ჩვენი თანამშრომლობის განვითარების კუთხით. მარტში განხორციელებული ვიზიტის შედეგად, შევიმუშავეთ დოკუმენტების გარკვეული პაკეტი. ისინი ხელმოწერილია და ყველა ემსახურება, სწორედ ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების, თანამშრომლობის განვითარებას.

მინდა ხაზი გავუსვა აგრეთვე, ჩვენი ორი ქვეყნის ინტეგრაციას პარლამენტებს შორის. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ამ კონტექსტში თურქმენეთში იმყოფებოდა და ეს იყო ნიშანსვეტი, თუ შეიძლება ასე ითქვას, საქართველოსა და თურქმენეთის პარლამენტებს შორის ურთიერთობების გაძლიერებისათვის.

ჩვენი ორი ქვეყნის მონაწილეობის როლი საერთაშორისო ორგანიზაციებში, ასევე მნიშვნელოვანია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ქართულ მხარეს იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც იგი თურქმენეთის მიმართ იჩენს, სწორედ, საერთაშორისო ასპარეზზე. ასევე, იმ ინიციატივებისათვის, რომელიც საერთაშორისო სცენაზე ვითარდება.

მადლობა მინდა გადაგიხადოთ ქალბატონო მინისტრო, უწყვეტი მხარდაჭერისათვის, იმ ინიციატივებისათვის, რომლებიც ჩემი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია.

ამ კონტექსტში, მინდა გავიხსენო გაეროს მიერ მიღებული 29-ე რეზოლუცია, რომელიც ეხება მშვიდობისა და უსაფრთხოების, უშიშროების მხარდაჭერასა და განვითარებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია დღეისათვის გლობალურ არენაზე. ეს რეზოლუციები, ფაქტობრივად, მაძლევს მე იმის საშუალებას, ვიფიქრო, რომ გაეროს წევრ ქვენებს შორის განვითარებას შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა გავცვალოთ ჩვენი თვალთახედვა და გაცილებით უფრო ინტენსიური გავხადოთ ჩვენს სახელმწიფოებს შორის სტრატეგიული განვითარების კუთხით ურთიერთობა. ამ კონტექსტში დავსახოთ ახალი მიმართულებები, როგორც კულტურულ, ასევე სამეცნიერო, საგანმანათლებლო მიმართულებებით.

ამისათვის, ორმხრივი ურთიერთობები უმნიშვნელოვანესია. ასევე, მნიშვნელოვანია აკადემიური გაცვლა ჩვენს ორ ქვეყანას შორის და კიდევ სხვა მრავალ სფეროში. რა თქმა უნდა, ისევ და ისევ, მასმედიის განვითარება და ურთიერთობა ჩვენს ორ ქვეყანას შორის ხელს შეუწყობს დიალოგის გაძლიერებას. ჩვენ, ასე ვთქვათ, მივდევთ იმ დებულებს, რომლებიც ჩვენს შორის ხელშეკრულებებში არის მოცემული. ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოვაწერეთ არაერთ დოკუმენტს, რომლებიც სწორედ, ამ ინტერაქციას უწყობს ხელს. კოლეგებო, დიდი მადლობა ამ ვიზიტისთვის, დიალოგისთვის, რომელიც გვქონდა. ეს ყველაფერი ხელს უწყობს შემდგომ ჩვენი მეგობრობისა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას“,- განაცხადა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო