ირაკლი კობახიძე - გიორგი გახარიას პარტიამ ერთი წელი იწვალა და საბოლოოდ, პარლამენტის ლეგიტიმაცია აღიარა - გახარია და მისი პარტია პარლამენტს ვერაფერს ღირებულს ვერ შემატებს! ეს გადაწყვეტილება ვერც მათ შემატებს ვერაფერს!

გიორგი გახარიას პარტიამ ერთი წელი იწვალა და საბოლოოდ, პარლამენტისა და არჩევნების ლეგიტიმაცია აღიარა - გახარია და მისი პარტია პარლამენტს ვერაფერს ღირებულს ვერ შემატებს! ეს გადაწყვეტილება ვერც მათ შემატებს ვერაფერს! - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრების საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვის გადაწყვეტილებას.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ეს პოლიტიკური პარტიები პატრონების კარნახმა ამ მდგომარეობამდე მიიყვანა, რაც პარტიებისთვის სამწუხაროა, მაგრამ ქვეყნისთვის და ქართული დემოკრატიისთვის ძალიან კარგია“.

“აბსურდში არიან - თუ პარლამენტის წევრები გახდნენ, ე.ი. პარლამენტი არის ლეგიტიმური! აბა რისი წევრები გახდნენ?!

ყველაფერი ევროპულ ბიუროკრატიასა და „დიფ სთეითში“ არსებულ რთულ მდგომარეობაზე მეტყველებს - ხან ასეთ ხან ისეთ გადაწყვეტილებას იღებენ. მთავარია ის არის, რომ ამით ოპოზიციის სასარგებლოდ ვითარებას ვერანაირად ვერ ცვლიან“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილება რამდენად განაპირობებს იმას, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილი სარჩელის ფარგლებში მისია აკრძალვა არ მოითხოვოს, კობახიძემ განაცხადა, რომ მოვლენებს არ გაუსწრებს და სარჩელის გამოქვეყნებამდე ვერაფერს იტყვის.

„მას შემდეგ, რაც სარჩელი გამოქვეყნდება, დაზუსტებით გაიგებთ, რომელი პარტიები შევლენ სარჩელში“, - განაცხადა კობახიძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო