ირაკლი კობახიძე - მინდა ევროკავშირის ყველა შესაბამის წევრ ქვეყანას გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის - მათი მხარდაჭერის შედეგად რეალურად ქართველი ხალხის წინააღმდეგ სანქციები არ ამოქმედდა

მინდა ევროკავშირის ყველა შესაბამის წევრ ქვეყანას გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის. მათი მხარდაჭერის შედეგად რეალურად ქართველი ხალხის წინააღმდეგ სანქციები არ ამოქმედდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „იმედია, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ“.

„იცით, რომ იყო მცდელობები სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. თუმცა ეს გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული და მინდა ყველა შესაბამის ევროკავშირის წევრ ქვეყანას გადავუხადო მადლობა მხარდაჭერისთვის. მათი მხარდაჭერის შედეგად რეალურად ქართველი ხალხის წინააღმდეგ სანქციები არ ამოქმედდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმედი გვაქვს, რომ სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ. ეს არის ვფიქრობ ორმხრივად მნიშვნელოვანი როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის. ვნახოთ, თუ მოხერხდება ევროკავშირის მასშტაბით პრაგმატული გადაწყვეტილების შეჯერება, ეს იქნება ორმხრივად საინტერესო როგორც საქართველოსთვის, ასევე ევროკავშირისთვის.

ევროკავშირის საელჩოში ყველამ იცით, რომ არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ტრაგიკულამდე მისული მდგომარეობა. პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს. ეს უნდა შეიცვალოს. ბოლომდე ელჩსაც ვერ დავადანაშაულებთ ამაში. ვიცით, რომ პერსონალურად ეს არ არის მისი გადაწყვეტილება. არის ასეთი მძიმე მოვლენები, რაც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს. ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოსთან გააღრმაოს პარტნიორობა, ურთიერთობები, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარება მძიმედ აწვება ევროკავშირის ეკონომიკურ მდგომარეობას. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ევროკავშირისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, თუმცა ხედავთ, რომ სხვა მიმართულებით მიდიან. წარმოიდგინეთ, რომ იმართება სამიტი, რომელშიც მონაწილეობს რეგიონის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა, მათ შორის შუა აზიის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები და ერთადერთი ვინც არ მიიწვეს, ეს არის საქართველო. როგორც ჩანს, საქართველო არის ყველაზე არადემოკრატიული. ირონიულად ვსაუბრობ ამ ყველაფერზე. ხედავთ სადამდე დავიდა ევროპული ბიუროკრატია? - კატასტროფაა, ვერც ახსნიან, ვერც გაამართლებენ ვერაფერს. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში. არ შეიძლება ერთი კონკრეტული დამნაშავის დონეზე იყოს დასული ევროკავშირის საელჩო საქართველოში და მთლიანად ევროპული ბიუროკრატია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში