პრემიერი - ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოსთან გააღრმაოს პარტნიორობა, ურთიერთობები, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარება მძიმედ აწვება ევროკავშირის ეკონომიკურ მდგომარეობას

ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოსთან გააღრმაოს პარტნიორობა, ურთიერთობები, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარება მძიმედ აწვება ევროკავშირის ეკონომიკურ მდგომარეობას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, „ტრაგიკულამდე მისული მდგომარეობა“.

„პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს. ეს უნდა შეიცვალოს. ბოლომდე ელჩსაც ვერ დავადანაშაულებთ ამაში. ვიცით, რომ პერსონალურად ეს არ არის მისი გადაწყვეტილება. არის ასეთი მძიმე მოვლენები, რაც ვითარდება ევროპულ ბიუროკრატიაში და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი აზიანებს ევროკავშირის ინტერესებს.

ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოსთან გააღრმაოს პარტნიორობა, ურთიერთობები, მითუმეტეს იმ ფონზე, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარება მძიმედ აწვება ევროკავშირის ეკონომიკურ მდგომარეობას. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, ევროკავშირისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა საქართველოსთან ურთიერთობების გაღრმავება, თუმცა ხედავთ, რომ სხვა მიმართულებით მიდიან. წარმოიდგინეთ, რომ იმართება სამიტი, რომელშიც მონაწილეობს რეგიონის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა, მათ შორის შუა აზიის, სამხრეთ კავკასიის ქვეყნები და ერთადერთი ვინც არ მიიწვეს, ეს არის საქართველო. როგორც ჩანს, საქართველო არის ყველაზე არადემოკრატიული. ირონიულად ვსაუბრობ ამ ყველაფერზე. ხედავთ სადამდე დავიდა ევროპული ბიუროკრატია? - კატასტროფაა, ვერც ახსნიან, ვერც გაამართლებენ ვერაფერს. ეს არის კატასტროფული მდგომარეობა, რომელიც არის შექმნილი ევროპულ ბიუროკრატიაში. არ შეიძლება ერთი კონკრეტული დამნაშავის დონეზე იყოს დასული ევროკავშირის საელჩო საქართველოში და მთლიანად ევროპული ბიუროკრატია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო