ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე - ძალიან სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო გერმანიის ხელისუფლებამ - რასაც 30 წლის განმავლობაში აშენებდნენ მისი წინამორბედები, ყველაფერი პრაქტიკულად მოშალა ამ ელჩმა

ძალიან სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო გერმანიის ხელისუფლებამ - რასაც 30 წლის განმავლობაში აშენებდნენ მისი წინამორბედები, ის ყველაფერი პრაქტიკულად მოშალა ამ ელჩმა, ბატონმა ფიშერმა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის კონსულტაციებზე გაწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ახალი ელჩი საქართველოში ჩამოვა, საქართველოს ხელისუფლება ღია იქნება მასთან თანამშრომლობისათვის.

„ძალიან სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო გერმანიის ხელისუფლებამ. ხედავდით, რომ ჩვენს ქვეყანაში ამ ადამიანის ყოფნა გერმანიისთვის კონტრპროდუქტიული იყო. არცერთ ელჩს არ დაუზიანებია ქართულ-გერმანული ურთიერთობა, პირიქით, თუ გავიხსენებთ წინა ელჩებს, ყველას თავისი დადებითი წვლილი შეჰქონდა ქართულ-გერმანული ურთიერთობების განვითარებაში და რასაც 30 წლის განმავლობაში აშენებდნენ მისი წინამორბედები, ის ყველაფერი პრაქტიკულად მოშალა ამ ელჩმა, ბატონმა ფიშერმა. თუმცა, ყველაფერი ძალიან მალე აღდგება, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ თანამშრომლობას, პარტნიორობასა და მეგობრობას აქვს ძალიან დიდი ტრადიციები. დარწმუნებული ვარ, რომ რისი მოშლაც სურდა ბატონ ფიშერს, ის ყველაფერი ძალიან მალე აღდგება.

არ ვიცი, როდის მიიღებს გადაწყვეტილებას გერმანიის ხელისუფლება, თუმცა, როდესაც ახალი ელჩი ჩამოვა, ჩვენ რა თქმა უნდა, ღია ვიქნებით მასთან თანამშრომლობისთვის“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 19 ოქტომბერს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში