ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი თანამდებობას ტოვებს

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის, დოვილე შაკალიენეს განცხადებით, გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო.

დოვილე შაკალიენეს განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი გახდა პრემიერ-მინისტრ ინგა რუგინიენეს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ ნდობა შეერყა.

„მაქვს გადადგომის განცხადების პროექტი და მას დღეს პრეზიდენტთან განვიხილავ. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ ჩემი გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზს. ეს პოლიტიკაა - პრემიერ-მინისტრისა და პარტიის ლიდერის ნდობა არის ის, რაც არსებითად განსაზღვრავს, გაქვს თუ არა დელეგირება გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად. ვერ ვხედავ ისეთ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას, სადაც ნდობა არ არის“, - განუცხადა შაკალიენემ ჟურნალისტებს.

პრემიერ-მინისტრმა ინგა რუგინიენემ გასულ კვირას დოვილე შაკალიენესგან ახსნა-განმარტება მოითხოვა თავდაცვის სამინისტროს მიერ სოციალური მედიის ინფლუენსერებისთვის 2026 წლის თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ ჩატარებულ არაფორმალურ ბრიფინგთან, ასევე თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან მის სავარაუდო კავშირებთან დაკავშირებით. რუგინიენემ განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრო აღარ იქნება პასუხისმგებელი თავდაცვის ინდუსტრიის ზედამხედველობაზე და ამ პორტფელს ფინანსთა, ეკონომიკისა და ინოვაციების სამინისტროები უხელმძღვანელებენ. პრემიერის ამ გადაწყვეტილებას დოვილე შაკალიენემ „სიურპრიზი“ უწოდა. გუშინ პრემიერსა და თავდაცვის მინისტრს შორის შეხვედრა გაიმართა. დოვილე შაკალიენეს თქმით, პრემიერის გზავნილი იყო, რომ მის მიმართ ნდობა შეერყა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის