ლევან ჯობავა - ჩაგვრა არავის შერჩება - ბრძოლა ბოლომდე!

ჩაგვრა არავის შერჩება - ბრძოლა ბოლომდე! - ამის შესახებ ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული ლევან ჯობავა იზოლატორიდან გავრცელებულ წერილში წერს.

“სალამი, ხალხო.

მერიდება კიდეც, პატიმრის ამპლუაში ვიყო და ვწერდე მაშინ, როცა მესამე დღეა, იზოლატორში ვარ. თან იმ ფონზე, როცა ადამიანები თვეობით ყავს ტყვეობაში რეჟიმს.

ამ კამერაში სულ აქციის ხალხი ვართ, მხნედ ვართ. ტელევიზორის ყურების ერთ საათს საინფორმაციოების გადახვევაში ვატარებთ.

მადლობა ყველას ჩემი ოჯახის თანადგომისთვის, მადლობა მხარდაჭერისთვის.

ჩაგვრა არავის შერჩება.

მხნედ იყავით და ერთმანეთს გაუფრთხილდით.

ბრძოლა ბოლომდე!

თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!

გავიმარჯვებთ სახელოვნად“, - წერს ლევან ჯობავა.

სამოქალაქო აქტივისტი ლევან ჯობავა “ქართული ოცნების“ ინიციატივით გამკაცრებული “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ საფუძველზე, გზის გადაკეტვის გამო 14 დღით დააპატიმრეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება