თავდაცვის მინისტრი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. ხაზგასმით აღინიშნა ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა. საუბარი შეეხო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართული მხარის მზაობა, წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში. მან, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონში ხელმოწერილი ერთობლივი დეკლარაციის ისტორიული მნიშვნელობა აღნიშნა და განაცხადა, რომ შეთანხმება სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ასევე განხილულ იქნა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

თავდაცვის უწყება აღნიშნავს, რომ თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი სომხეთის რესპუბლიკაში მისი კოლეგის - სურენ პაპიკიანის ოფიციალური მიწვევით იმყოფება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს