ირაკლი კობახიძე თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოსა და თურქმენეთს შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობაზე ისაუბრეს. აღინიშნა პოლიტიკური პარტნიორობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში, ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა, ასევე - სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავების კუთხით არსებული პოტენციალი.

„ყურადღება დაეთმო დაკავშირებადობისა და შუა დერეფნის განვითარების მნიშვნელობას და საქართველოს როლს ამ მიმართულებით. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა თურქმენეთის ძალისხმევა ცენტრალურ აზიაში მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში და სტაბილურობის განსაკუთრებული მნიშვნელობა ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის.

პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი