მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

რუსთაველის გამზირზე, სადაც აქცია მიმდინარეობს, მოქალაქეებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს.

პროტესტის მონაწილეები გზის გადაკეტვას სტვენითა და შეძახილებით - “ბოლომდე, ბოლომდე!” შეხვდნენ.

მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, რუსთაველის გამზირზე სპეციალური ლენტები გააბეს, რათა ავტომობილებმა პროტესტის არეალში ვერ იმოძრაონ.

მოქალაქეების მიერ გზის გადაკეტვას პოლიციის მხრიდან მოჰყვა გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ გადასულიყვნენ გზის სავალი ნაწილიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის მონაწილეების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

აღნიშნულ გაფრთხილებას აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი და შეძახილები მოჰყვა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს