საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო - პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი KAYSERI იმყოფებოდა ყულევის საზღვაო ნავსადგურში 6-7 ოქტომბერს და არ არის  საერთაშორისო სანქციების ქვეშ

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აცხადებს, რომ პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი KAYSERI იმყოფებოდა ყულევის საზღვაო ნავსადგურში და არ არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ.

სააგენტოს თანახმად, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში.

სააგენტო განმარტავს, რომ გემი ოპერირებს საერთაშორისო მარშრუტებზე, მათ შორის აზიისა და ახლო აღმოსავლეთის პორტებში და მისი საქმიანობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკასა და ვაჭრობის წესებს.

ასევე, განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება, მათ შორის მესამე სახელმწიფოების მიერ, სანქციებისგან თავის არიდებისათვის.

„პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი KAYSERI (IMO 9292199) იმყოფებოდა ყულევის საზღვაო ნავსადგურში 2025 წლის 6-7 ოქტომბერს. გემი არ არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ და არ ფიგურირებს არცერთ სანქცირებულ სუბიექტთან ასოცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში.

გემის საკუთრებისა და მართვის ჯაჭვში შემავალი ყველა კომპანია, ისევე როგორც მისი დაზღვევა და საკლასიფიკაციო საზოგადოება, შეესაბამება მოქმედ საერთაშორისო ნორმებსა და რეგულაციებს, შესაბამისად არ იმყოფება საერთაშორისო სანქციებში.

აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში.

გემი ოპერირებს საერთაშორისო მარშრუტებზე, მათ შორის აზიისა და ახლო აღმოსავლეთის პორტებში და მისი საქმიანობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკასა და ვაჭრობის წესებს.

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ყველა ნავსადგურში გემების შესვლა მკაცრად კონტროლდება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის სრული დაცვით.

საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება, მათ შორის მესამე სახელმწიფოების მიერ, სანქციებისგან თავის არიდებისათვის.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა