ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი განცხადებას ავრცელებს.

„ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება ვიდეო რგოლი, ასევე ფოტოები, სადაც გამოსახულია ბატონი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც თითქოს უთქვამს შემდეგი: "ღარიბაშვილის დაჭერის შემთხვევაში, 10 წუთში ჩამოვშლი “ქართულ ოცნებას” ერთი ვიდეო ჩანაწერით".

გვსურს საზოგადოებამ იცოდეს, რომ აღნიშნული გახლავთ სიცრუე, ცილისმწამებლური კამპანიის ნაწილი და არავითარი შეხება აღნიშნულ ვიდეო რგოლთან, ფოტოსურათებთან ან ტექსტთან ოთარ ფარცხალაძეს არ გააჩნია. მოვუწოდებთ ყველა პირს, ვინც ავრცელებს მსგავს სიცრუეს, სოციალურ ქსელებსა თუ მედია საშუალებებში, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ და არასწორი, ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელებისგან.

ჩვენ ვემიჯნებით მომავალში მსგავსი ცილისმწამებლური შინაარსის ინფორმაციას და ვაცხადებთ, რომ არც ეხლა და არც მომავალში რაიმე სახის შემხებლობა მსგავს ფეიკ-ინფორმაციასთან ოთარ ფარცხალაძეს არ გააჩნდა და არც ექნება!“, - წერია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს