Reuters - ტრამპსა და პუტინს შორის უახლოეს მომავალში შეხვედრა არ იგეგმება

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის “უახლოეს მომავალში“ შეხვედრა არ იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ასევე არ არსებობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის პერსონალურად შეხვედრის გეგმები.

ასევე, წყარომ 20 ოქტომბერს გამართული სატელეფონო საუბარი როგორც “პროდუქტიული” აღწერა.

ცნობისთვის, აქამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ის და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბუდაპეშტში შეხვედრას გეგმევენ, თუმცა თარიღები არ დაუსახელებია.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს