დავით მათიკაშვილი - თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უმნიშვნელოვანესი ხარისხის არის და რეგიონში კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს საქართველოს როლს

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება, არის უმნიშვნელოვანესი ხარისხის, რომელიც რეგიონში კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს საქართველოს როლს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნასთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მათიკაშვილის განმარტებით, ფორუმზე მოხდება რეგიონული მნიშვნელობის პროექტების განხილვა.

"როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას ესტუმრნენ სხვადასხვა სახელმწიფოების, მეზობელი ქვეყნების პირველი პირები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები, ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელები. ამ ფორუმზე ხდება განხილვა რეგიონალური მასშტაბის პროექტების, იმ მიზნების, რომლებიც აქვს ჩვენს რეგიონს და საქართველოს როლი, როგორც ამ კუთხით მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელის, კიდევ უფტო მეტად იკვეთება. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ფორუმი, ისევე, როგორც აქამდე, წარმატებით დაასრულებს თავის საქმიანობას."-განაცხადა მათიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს