ლევან მახაშვილი - ფაქტი ერთია, რომ გერმანიის ელჩს ჰქონდა ძალიან ნეგატიური როლი საქართველოში პოლარიზაციის ხელშეწყობაში და იმედია, ამას გადაიაზრებს და გაანალიზებს გერმანიის ხელისუფლება

ფაქტი ერთია, რომ გერმანიის ელჩს ჰქონდა ძალიან ნეგატიური როლი საქართველოში პოლარიზაციის ხელშეწყობაში და იმედია, რომ ამას გადაიაზრებს და გაანალიზებს გერმანიის ხელისუფლება, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, საინტერესოა თავად გერმანიის ხელისუფლება როგორ ხედავს საქართველოში პეტერ ფიშერის საქმიანობას.

„ძალიან კარგია, რომ ჩვენი ხმები არ არის მარტო ამ საქმეში. ჩვენ ვერ ვიქნებით წარმატებულები და ამ კითხვებს ვერ გაეცემა პასუხი თუ თავად გერმანელებმა არ დაუსვეს საკუთარ ხელისუფლებას ეს კითხვები და კარგია, რომ მათ შორის გერმანიაში ეს ხმები ისმის. საინტერესოა გერმანიის ხელისუფლების პასუხი რა იქნება, როგორ ხედავენ ისინი რეალურად ყოფილი ელჩის საქმიანობას ჩვენთან. ფაქტი ერთია, რომ ამ ელჩს ჰქონდა ძალიან ნეგატიური როლი საქართველოში პოლარიზაციის ხელშეწყობაში და იმედია, რომ ამას გადაიაზრებს და გაანალიზებს გერმანიის ხელისუფლება და შემდგომი ნაბიჯები, რასაც ისინი გადადგამენ, პირიქით შემოატრიალებს და დააბრუნებს ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს იმ წერტილში, რასაც იმსახურებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა."-განაცხადა ლევან მახაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს