„მარანის რჩეული“ - ახალი სერიის სამი ღვინო განსხვავებული ისტორიითა და ერთი ტრადიციით

საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე თელავის ღვინის მარანი კვლავ აგრძელებს უნიკალურ მემკვიდრეობას და ტრადიციულ ღვინოს ახალ, ელეგანტურ სახეს აძლევს. მარანი წარმოგიდგენთ ლიმიტირებულ სერიასმარანის რჩეული, რომელიც აერთიანებს დასავლეთ საქართველოს სამ გამორჩეულ ღვინოს: უსახელაურს, ხვანჭკარასა და ტვიშს.

სერია საერთო ფილოსოფიის ირგვლივ შეიქმნა - ერთ ვენახში დაბადებული ღვინის ტრადიციული ხასიათის ახლებური გააზრება. თითოეული მათგანი განსხვავებულ ისტორიას გვიყვება, თუმცა საერთო მეღვინეობითი ფესვები აერთიანებთ. ეს არის ქართული ღვინის მრავალფეროვნებისა და გამორჩეული იდენტობის ახალი ინტერპრეტაცია „თელავის ღვინის მარანისგან“.

მარანის რჩეული გამოირჩევა ინდივიდუალური წარმოების წესით და დახვეწილი ნახევრად ტკბილი გემოთი, რომელიც სრულად ასახავს იმ რეგიონების ტრადიციულ სტილისტიკას, სადაც ღვინო იბადება. ეს არის ბუნების საჩუქრისა და მეღვინის ოსტატობის ჰარმონია - ბოთლში ჩასხმული ელეგანტურობისა და არომატის სრულყოფილი ბალანსი.

სერიისთვის შექმნილი სპეციალური სასაჩუქრე შეფუთვა მის უნიკალურობასა და ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს. მარანის რჩეული იდეალურია როგორც საჩუქრად, ასევე პირადი კოლექციისთვის. ეს არის ღვინო, რომელიც აგრძელებს ტრადიციას და ახალ სიცოცხლეს სძენს მას.

ახალი სერია უკვე ხელმისაწვდომია როგორც ღვინის მაღაზიებში, ასევე ონლაინ ვებგვერდზე - www.marani.ge.

მარანის რჩეული“ - კლასიკა, რომელიც არ ბერდება.

(R)

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს