„მარანის რჩეული“ - ახალი სერიის სამი ღვინო განსხვავებული ისტორიითა და ერთი ტრადიციით

საუკუნეზე მეტი ისტორიის მქონე თელავის ღვინის მარანი კვლავ აგრძელებს უნიკალურ მემკვიდრეობას და ტრადიციულ ღვინოს ახალ, ელეგანტურ სახეს აძლევს. მარანი წარმოგიდგენთ ლიმიტირებულ სერიას — „მარანის რჩეული“, რომელიც აერთიანებს დასავლეთ საქართველოს სამ გამორჩეულ ღვინოს: უსახელაურს, ხვანჭკარასა და ტვიშს.

სერია საერთო ფილოსოფიის ირგვლივ შეიქმნა - ერთ ვენახში დაბადებული ღვინის ტრადიციული ხასიათის ახლებური გააზრება. თითოეული მათგანი განსხვავებულ ისტორიას გვიყვება, თუმცა საერთო მეღვინეობითი ფესვები აერთიანებთ. ეს არის ქართული ღვინის მრავალფეროვნებისა და გამორჩეული იდენტობის ახალი ინტერპრეტაცია „თელავის ღვინის მარანისგან“.

„მარანის რჩეული“ გამოირჩევა ინდივიდუალური წარმოების წესით და დახვეწილი ნახევრად ტკბილი გემოთი, რომელიც სრულად ასახავს იმ რეგიონების ტრადიციულ სტილისტიკას, სადაც ღვინო იბადება. ეს არის ბუნების საჩუქრისა და მეღვინის ოსტატობის ჰარმონია - ბოთლში ჩასხმული ელეგანტურობისა და არომატის სრულყოფილი ბალანსი.

სერიისთვის შექმნილი სპეციალური სასაჩუქრე შეფუთვა მის უნიკალურობასა და ინდივიდუალიზმს უსვამს ხაზს. „მარანის რჩეული“ იდეალურია როგორც საჩუქრად, ასევე პირადი კოლექციისთვის. ეს არის ღვინო, რომელიც აგრძელებს ტრადიციას და ახალ სიცოცხლეს სძენს მას.

ახალი სერია უკვე ხელმისაწვდომია როგორც ღვინის მაღაზიებში, ასევე ონლაინ ვებგვერდზე - www.marani.ge.

„მარანის რჩეული“ - კლასიკა, რომელიც არ ბერდება.

(R)

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე