ლევან ვეფხვაძე - გლობალურ კონკურენტულ გარემოში, ცხადია, კიდევ უფრო მეტად უნდა ავჩქარდეთ იმისათვის, რომ არ დავკარგოთ ის ტვირთები, ის სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც ჩვენ გვაქვს

გლობალურ კონკურენტულ გარემოში, ცხადია, რომ კიდევ უფრო მეტად უნდა ავჩქარდეთ იმისათვის, რომ არ დავკარგოთ ის ტვირთები, ის სატრანზიტო პოტენციალი, რომელიც ჩვენ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ხომ არ აგვიანებს საქართველო ისეთი პროექტების განვითარებას, როგორიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტია.

ლევან ვეფხვაძის თქმით, მუშაობა მიმდინარეობს ყველა მიმართულებით, იმისთვის, რომ საჭირო ტემპის შენარჩუნება მოხდეს.

„ცხადია ამაზე ვმუშაობთ ყველა ერთად, მათ შორის, კერძო ინვესტორებთან, მათ შორის, მთავრობათაშორის ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს შეთანხმებები მოხდეს და აქედან გამომდინარე მგონია, რომ ეს ტემპები იქნება მიღწეული“, - განაცხადა ვეფხვაძემ.

მან აბრეშუმის გზის ფორუმის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.

„ასეთი ტიპის ფორუმები ძალიან მნიშვნელოვანია სადისკუსიოდ იმ თემატიკაზე, რომელიც ინვესტიციების მოზიდვაში კომპანიებს, ქართულ ბიზნესს დაეხმარება. ეს არის ლოჯისტიკური საკითხები, ენერგეტიკა და ა.შ. ყველა ის მიმართულება, რაც ქვეყანაში აქტიურად ვითარდება და შესაბამისად, სადაც არის პერსპექტივა, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ. მეორე არის სწორედ იმ ქვეყნებიდან ოფიციალური პირების ჩამოსვლა საიდანაც ველით ამ ინვესტიციებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათთან ერთად იყოს ეს დებატები, ეს დისკუსია და საუბარი, ასევე იმ პერსპექტივების დანახვა, რომელიც ყველას ერთად გვაქვს რეგიონში, რომ ყველა ერთად ეკონომიკურად განვვითარდეთ“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება