აზერბაიჯანის პრემიერი - აზერბაიჯანს და საქართველოს წამყვანი როლი აქვთ რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში, რომ ახალი სატრანსპორტო მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას - ჩვენი ქვეყნები სანდო პარტნიორები არიან

აზერბაიჯანი და საქართველო საუკუნეების განმავლობაში ისტორიული აბრეშუმის გზაზე ვითარდებოდნენ და თამაშობდნენ იმ ხიდის როლს, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებდა - დღეს ჩვენი ქვეყნები სანდო პარტნიორები არიან არა მარტო პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკული, სატრანსპორტო მიმართულებითაც, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრმა, ალი ასადოვმა „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს აზერბაიჯანი და საქართველო წამყვან როლს თამაშობენ ამ აქცენტების გამყარებაში და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში.

„საუკუნეების განმავლობაში აზერბაიჯანი და საქართველო ამ ისტორიული აბრეშუმის გზაზე ვითარდებოდნენ, დასავლეთს და აღმოსავლეთს აკავშირებდნენ და თამაშობდნენ იმ ხიდის როლს, რომელიც ევროპას აზიასთან აკავშირებდა, წვლილი შეჰქონდა განვითარებაში, ვაჭრობაში და ეკონომიკური კავშირების განვითარებაში. აძლიერებდა კულტურულ, ჰუმანიტარულ გაცვლის პროგრამებს. დღეს აზერბაიჯანი და საქართველო წამყვან როლს თამაშობენ ამ აქცენტების გამყარებაში, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაში და ისტორიული მისიის აღზევებაში, რომ ახალი სატრანსპორტო, ლოჯისტიკური მარშრუტი აკავშირებდეს ევროპას და აზიას.

წლების განმავლობაში მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა და ურთიერთობები, რომელიც აკავშირებს საქართველოს და აზერბაიჯანს, გადაიქცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საეტაპო მოვლენად ამ რეგიონული სტაბილურობისთვის და მშვიდობისთვის. დღეს ჩვენი ქვეყნები სანდო პარტნიორები არიან არა მარტო პოლიტიკურ ჭრილში, არამედ ეკონომიკური თანამშრომლობის, ენერგეტიკული, სატრანსპორტო მიმართულებითაც.

ტრადიციულად, სატრანსპორტო და სატრანზიტო მიმართულება ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. ნამდვილად, ეს მიმართულება უფრო დიდი პოტენციალის მქონეა და გაიზრდება ვაჭრობა, ინვესტიციები და გაიხსნება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები. სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა და დიდი ინვესტიციები, რომელიც ხორციელდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, აძლიერებს აზერბაიჯანის პოზიციას, როგორც მნიშვნელოვან სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ ცენტრად ევრაზიის რეგიონში,“ - განაცხადა ასადოვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს