ვიქტორ ორბანი - ბუდაპეშტში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისთვის მზადება კვლავ გრძელდება

ბუდაპეშტში დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრისთვის მზადება კვლავ გრძელდება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო ვაშინგტონშია. სამშვიდობო სამიტისთვის მზადება გრძელდება. თარიღი ჯერ კიდევ დაუდგენელია. როდესაც დრო დადგება, სამიტს ჩავატარებთ“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გასულ კვირას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას უნგრეთში გამართავდა. საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის „უახლოეს მომავალში“ შეხვედრა არ იგეგმება.

ამასთან, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შესახებ გადაწყვეტილებას მომდევნო ორი დღის განმავლობაში მიიღებს.

„არ მინდა უსარგებლო შეხვედრა. არ მინდა დროის ფუჭად კარგვა. ამიტომ, ვნახავ, რა მოხდება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი