ბაზისბანკის მხარდაჭერით აპექს დეველოპმენტი „აპექს ნუცუბიძის“ III ბლოკს აშენებს

ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი, განაგრძობს სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან თანამშრომლობას. ამჯერად, ბაზისბანკის ფინანსური პარტნიორობით დეველოპერული კომპანია აპექს დეველოპმენტი „აპექს ნუცუბიძის“ III ბლოკს აშენებს.

აპექს დეველოპმენტი მზარდი დეველოპერული კომპანიაა, რომლის პროექტებიც მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგებული პირობებით გამოირჩევა. „აპექს ნუცუბიძე“ თანამედროვე, მრავალფუნქციური, დახურული კომპლექსია, რომელიც ლისის მიმდებარედ, ნუცუბიძის პლატოზე, პაატა დათუაშვილის 22-ში მდებარეობს.

პროექტი რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობით გამოირჩევა, როგორებიცაა: მიმზიდველი ადგილმდებარეობა, ქალაქზე იშლება ულამაზესი პანორამული ხედები, კომფორტული გარემო, გამწვანება და რეკრეაციული ზონები. „აპექს ნუცუბიძე“ როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ და საოფისე ფართებს მოიცავს. ბინების მინიმალური ფართი 49 კვ.მ.-დან იწყება. ობიექტს აქვს ოთხ-დონიანი დახურული საპარკინგე ზონა, უზრუნველყოფს გამწვანებულ გარემოს და ბავშვებისთვის მოპირკეთებულ გასართობ ზონებს, რაც იდეალურ საცხოვრებელ პირობებს ქმნის.

პროექტი 2027 წლის სექტემბერში დასრულდება და მომავალ მობინადრეებს თეთრი კარკასის კონდიციაში ჩაბარდება.

აპექს ნუცუბიძის III ბლოკში ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებულ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.

(R)

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება