თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, „თბილისის ფინანსური სამიტი“ გაიხსნა

„თბილისის ფინანსურმა სამიტმა“ მუშაობა დაიწყო. აღნიშნული ღონისძიება თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ეროვნული ბანკის, ეკონომიკის სამინისტროსა და სინგაპურის გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელის (GFTN) ერთობლივი ორგანიზებით იმართება.

„თბილისის ფინანსური სამიტის“ მთავარი თემა მომავლის ფინანსური ტექნოლოგიები, რეგიონის ინოვაციური ინფრასტრუქტურისა და შუა დერეფნის, როგორც გლობალური ვაჭრობისა და ციფრული ფინანსების მთავარი ჰაბის განვითარება იქნება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამიტს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალური ბანკების პირველი პირები და ფინანსური სექტორის ლიდერები, მსხვილი კომპანიის წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრებიან.

„სამიტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ განიხილონ უახლესი ფინანსური ინოვაციები, რეგიონული განვითარების პერსპექტივები და საერთაშორისო ფინანსური თანამშრომლობა.

პანელურ დისკუსიებში მონაწილეობენ ფინტექ ინდუსტრიის ლიდერი კომპანიები და მათი წარმომადგენლები, როგორებიც არიან: მსოფლიოში სიდიდით მეორე კრიპტობირჟა - Bybit EU-ს აღმასრულებელი დირექტორი მაზურკა ძენგი, Ant International-ის ვიცე პრეზიდენტი ლეიმინგ ჩენგი, Eisele Capital-ის დამფუძნებელი დერეკ აიზელი, Paytm-ის დამფუძნებელი ვიჯაი შეხარ შარმა, Hivenet-ისა და Policloud-ის დამფუძნებელი დავიდ გურლე, Coinbase-ის უფროსი ოფიცერი ანუ ფანსი, Tether-ის ვიცე-პრეზიდენტი მარკო დალ ლაჯიო, Accel-ის პარტნიორი რაშიტ პარეხი და სხვა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სამიტის ოფიციალური გახსნითი ღონისძიება თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 23 ოქტომბერს გაიმართება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს