„საქსტატი“ - არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2024 წლის ბოლოსათვის, 150.7 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 5.1% გამოსახული იყო უცხოური ვალუტით

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, არაფინანსური კორპორაციების აქტივების მოცულობამ 2024 წლის ბოლოსათვის, 150.7 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც 5.1% გამოსახული იყო უცხოური ვალუტით. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2024 წლისთვის მთლიან აქტივებში ფინანსური აქტივების მოცულობა 33.1 მილიარდი ლარი იყო.

„2024 წელს ფინანსური აქტივების საერთო რაოდენობიდან მოკლევადიანი აქტივების მოცულობა 6.6 მილიარდი ლარი იყო, ხოლო ლიკვიდურობის პროცენტი - 56.0. 2024 წლის ბოლოსათვის არაფინანსური კორპორაციების ვალდებულებები 82.1 მილიარდ ლარს გაუტოლდა, საიდანაც მოკლევადიანი ვალდებულებები შეადგენდა 22.6 მილიარდ ლარს.

2024 წლის ბოლოსათვის არსებული მთლიანი ვალდებულებებიდან 17.3 მილიარდი ლარი1 წარმოადგენდა ვალდებულებებს უცხოური ვალუტით, ხოლო არარეზიდენტების მიმართ არსებული ვალი (საგარეო ვალი) 12.0 მილიარდ ლარს შეადგენდა.

კაპიტალის და რეზერვების მოცულობამ 2024 წლის ბოლოსათვის 68.7 მილიარდი ლარი შეადგინა.

არაფინანსური კორპორაციების მიერ 2024 წელს გაწეული საპროცენტო ხარჯები 3.2 მილიარდ ლარს შეადგენდა, ხოლო მთლიანი შემოსავლები - 20.6 მილიარდ ლარს.

2024 წელს ვალის მომსახურებაზე გაწეულმა ხარჯებმა (იგულისხმება სასესხო ვალდებულებების გასტუმრება სესხის ძირისა და პროცენტის გადასახადის სახით) 12.8 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან, ვალის მომსახურება მხოლოდ სესხის პროცენტის მიხედვით 2.0 მილიარდი ლარი იყო. ვალის მომსახურება ფიზიკური პირებისგან მიღებული სესხების მიხედვით 164.5 მილიონ ლარს, ხოლო ვალის მომსახურება სხვა არაფინანსური კორპორაციებიდან მიღებული სესხების მიხედვით 959.8 მილიონ ლარს შეადგენდა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება