ნინო წილოსანი - არ ვარ დარწმუნებული, რომ გახარიას პარტიიდან პარლამენტში შემოსული დეპუტატები სათანადო ცოდნას და ინტელექტს ფლობენ, რომ საქმიანი დებატები აწარმოონ

არ ვარ დარწმუნებული, რომ გახარიას პარტიიდან პარლამენტში შემოსული დეპუტატები სათანადო ცოდნას და ინტელექტს ფლობენ, რომ საქმიანი დებატები აწარმოონ - მათი შემოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს მათი მხრიდან ამ პარლამენტის აღიარებას, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, ვერც გიორგი გახარიამ და ვერც მათმა მოკავშირეებმა ვერ დაამტკიცეს ამ პარლამენტის არალეგიტიმურობა.

„ფაქტია, რომ უკან დახევის ძალიან ლამაზ და ფრთხილ საშუალებებს ეძებენ. თავიანთ განცხადებებში სასაცილოც კი ჩანან ისე ცდილობენ, რომ მათი შემოსვლა რაღაცით გაამართლონ. როდესაც ხალხმა პარლამენტს ნდობა გამოუცხადა, ამის ფეხქვეშ გათელვა არავის ეპატიება და ახლა გადაწყვიტეს, რომ საკუთარ ამომრჩეველს მცირედით მაინც სცენ პატივი და გააგრძელონ მუშაობა პარლამენტში.

საქმიანი ოპონირება რომ გაუწიო, უნდა გქონდეს შესაბამისი ცოდნა და ინტელექტი. არ ვარ დარწმუნებული, რომ გახარიას პარტიიდან შემოსული დეპუტატები სათანადო ცოდნას და ინტელექტს ფლობენ, რომ საქმიანი დებატები აწარმოონ. პირიქით, შესაძლოა, სპეკულაციებს მიჰყონ ხელი და გაიტანონ ის ცრუ ინფორმაცია, რომელიც არა ერთხელ, მათ შორის, მათი წინა პარლამენტში მონაწილეობის დროს მოგვისმენია,“ - განაცხადა წილოსანმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს