დიმიტრი პესკოვი - რუსეთსა და აშშ-ს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტის შესახებ სიახლე ჯერჯერობით არ არის

რუსეთსა და აშშ-ს შორის ბუდაპეშტში დაგეგმილი სამიტის შესახებ სიახლე ჯერჯერობით არ არის, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განცხადა.

პესკოვის ცნობით, აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის უნგრეთში დაგეგმილი სამიტის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის.

„კიდევ ერთხელ, ჯერჯერობით სიახლე არ არის. ამ ყველაფრის გარშემო უამრავი ჭორი და სპეკულაცია არსებობს, რომელთაგან უმეტესობა რეალობას არ შეესაბამება“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, „უკრაინის საკითხის მოგვარების პროცესში პაუზა არსებობს და სიტუაცია აშშ-სა და რუსეთის ლიდერების ჩარევას მოითხოვს“.

„ნამდვილად, გაჩენილი პაუზა უმაღლეს დონეზე ჩარევას მოითხოვს, თუმცა ეს ჩარევა კარგად მომზადებული უნდა იყოს“, - აღნიშნა პესკოვმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს