არჩილ გორდულაძე - გახარიელებმა ჯერ მიიღეს დავალება, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ჩართულ სხვა ე.წ. პარტიებთან ერთად უნდა ეჯანჯღარებინათ ეს ქვეყანა, ახლა მიიღეს დავალება, რომ უნდა შემოვიდნენ პარლამენტში

გახარიელებმა პარლამენტში შემოსვლის დავალება მიიღეს, გამომდინარე იქიდან, რომ მათი პატრონებისთვის ცალსახაა, მხოლოდ და მხოლოდ ქუჩაში გადატრიალების მცდელობით შეუძლებელია „ქართული ოცნების“ და ქართველი ხალხის ერთმანეთისგან გამიჯვნა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას გუნდის გადაწყვეტილება „კიდევ ერთი მაგალითია, როგორ აქვს დაკარგული კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ თავისი სახე“.

„გახარიელებმა ჯერ მიიღეს დავალება, რომ კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ჩართულ სხვა ე.წ. პარტიებთან ერთად უნდა ეჯანჯღარებინათ ეს ქვეყანა, ახლა მიიღეს დავალება, რომ უნდა შემოვიდნენ პარლამენტში. გამომდინარე იქიდან, რომ მათი პატრონებისთვის ცალსახაა, მხოლოდ და მხოლოდ ქუჩაში გადატრიალების მცდელობით შეუძლებელია „ქართული ოცნების“ და ქართველი ხალხის ერთმანეთისგან გამიჯვნა და მხარდაჭერის უგულებელყოფა. ახლა ვხედავთ, რომ სახე აქვთ დაკარგული და შემოვიდნენ მათ მიერვე შეფასებულ არალეგიტიმურ პარლამენტში. ეს ადამიანები საუბრობენ რომ 89 დეპუტატი არის არალეგიტიმური და მხოლოდ და მხოლოდ გახარიას 12-ეულია ლეგიტიმური. ამ აბსოლუტურ ოქსიმორონამდე არიან მისულები,“ - განაცხადა გორდულაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს