გიორგი თავართქილაძე - ამბობენ, თითქოს პოლიციასთან ვითანამშრომლე - რანაირად ვითანამშრომლე? არ ვაღიარებ მათ, როგორც ლეგიტიმურ ორგანოს, არ ვაღიარებ დანაშაულს

მე არ მეშინია ამ რეჟიმის და მათი შემზღუდავი მაიმუნობების და ამბობენ, თითქოს [პოლიციასთან] ვითანამშრომლე, - ამის შესახებ რეჟისორმა გიორგი თავართქილაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ბრძოლის გაგრძელებას აპირებს.

„ეს რაღაც განწირული ფაფხურია, მათ უნდათ რაღაც შეთხზან, ამისთვის 24 საათი დასჭირდათ. საბოლოოდ გამოჩნდნენ, რომ ეს სიტყვა არ მიყვარს, მაგრამ არიან ფარჩაკები. მე არ მეშინია ამ რეჟიმის და მათი შემზღუდავი მაიმუნობების და ამბობენ, თითქოს [პოლიციასთან] ვითანამშრომლე - რანაირად ვითანამშრომელე? ვამბობ, რომ არ ვაღიარებ მათ, როგორც ლეგიტიმურ ორგანოს, არ ვაღიარებ დანაშაულს. მე აღვწერე ფაქტი, რომ ეს გავაკეთე და ვუთხარი, ზუსტად ისე მინდა მომექცეთ, როგორც ჩემს თანამებრძოლებს. სადმე ლოგიკა თუ არსებობს, რომ ეს თანამშრომლობაა, მობრძანდნენ და ვისაუბროთ. საბოლოოდ გამოჩნდა კიდევ ერთხელ, რომ სასამართლო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა ერთი ვიღაცის დავალებას ასრულებენ, ამიტომ არიან ფარჩაკები. როცა შემობრძანდა ე.წ. მოსამართლე, ფეხზე არ ავდექი, ამასაც ჰქონდა მოტივი, რადგან მათ მოტივს არ ვცემ. როგორ უნდა ვცე პატივი ამ სასამართლოს ანარეკლს, რომელიც ვიღაც რუსეთის შნირის დავალებებს ასრულებს? ფარჩაკები ხართ მეგობრებო, მეგობრებიც არ ხართ, რეჟიმის მესვეურებს მივმართავ, განსაკუთრებით კობახიძეს მივმართავ, სუპერფარჩაკი ხარ და მინდა გითხრა, ძალიან არ გიხდება ღიმილი“, - განაცხადა თავართქილაძემ.

ცნობისთვის, რეჟისორი გიორგი თავართქილაძე, რომელსაც შსს რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა, მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო. ცაგარეიშვილმა რეჟისორს მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი