რობერტა მეცოლა მზია ამაღლობელსა და ანდჟეი პოჩობუტზე - პატივისცემას გამოვხატავთ ორი ჟურნალისტის მიმართ, რომელთა გამბედაობა შუქურად ანათებს ყველასთვის, ვინც უარს ამბობს გაჩუმებაზე - ორივემ სიმართლის თქმისთვის დიდი ფასი გადაიხადა!

ვანიჭებთ რა სახაროვის წლევანდელ პრემიას ანდჟეი პოჩობუტს ბელარუსიდან და მზია ამაღლობელს საქართველოდან, ჩვენ პატივისცემას გამოვხატავთ ორი ჟურნალისტის მიმართ, რომელთა გამბედაობა შუქურად ანათებს ყველასთვის, ვინც უარს ამბობს გაჩუმებაზე, - ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა, როდესაც სახაროვის პრემიის წლევანდელი გამარჯვებულები, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი გამოაცხადა.

„ორივემ დიდი ფასი გადაიხადა ხელისუფლების წინაშე სიმართლის თქმისთვის და თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის სიმბოლოდ იქცა. პარლამენტი მათთან და ყველა იმ ადამიანთან ერთად დგას, ვინც კვლავაც ითხოვს თავისუფლებას“, - აღნიშნა მეცოლამ.

შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი - 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს