მარტა კოსი - ძლიერ ლიდერებს დამოუკიდებელი ჟურნალისტების არ ეშინიათ - ჩვენ ანდჟეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელის მსგავსი მეტი დამოუკიდებელი ხმა გვჭირდება, მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება უნდა მოხდეს!

შესანიშნავი არჩევანი 2025 წლის სახაროვის პრემიისთვის, - ასე ეხმაურება ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიერ სახაროვის პრემიის გამარჯვებულების გამოცხადებას.

„ძლიერ ლიდერებს დამოუკიდებელი ჟურნალისტების არ ეშინიათ. როდესაც ჟურნალისტებს აჩუმებენ, მაშინ რეპრესიები და კორუფცია ძლიერდება. ჩვენ ანდჟეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელის მსგავსი მეტი დამოუკიდებელი ხმა გვჭირდება. მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება უნდა მოხდეს“, - წერს მარტა კოსი X-ზე.

შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი - 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს