სვეტლანა ტიხანოვსკაია - ანდჟეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭება ძლიერ მესიჯს უგზავნის ყველა პოლიტიკურ პატიმარს: თქვენ მარტო არ ხართ

ანდჟეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის მინიჭება ძლიერ „მესიჯს“ უგზავნის ყველა პოლიტიკურ პატიმარს: თქვენ მარტო არ ხართ და ჟურნალისტიკა დანაშაული არ არის, - ამის შესახებ ბელარუსელმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვულოცავ ანდჟეი პოჩობუტს და მზია ამაღლობელს 2025 წლის სახაროვის თავისუფლების პრემიის მიღებას. ეს ჯილდო პატივს მიაგებს მათ გამბედაობას და წარმოადგენს სოლიდარობის ძლიერ ჟესტს ბელარუსი და ქართველი ხალხების მიმართ, რომლებიც თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან“, - აღნიშნა ტიხანოვსკაიამ.

შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და პოლონელ- ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი - 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს