კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები ჩატარდა

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთის სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები ჩატარდა, - ინფორმაციას რუსული მედია კრემლზე დაყრდნობით ავრცელებს.

პუტინმა წვრთნებში მონაწილეობა კრემლის სიტუაციური ოთახიდან ვიდეოკავშირის მეშვეობით მიიღო.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის, ვლადიმერ პუტინის ხელმძღვანელობით ჩატარდა სტრატეგიული ბირთვული ძალების წვრთნები, მასში შემავალი სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ნაწილების მონაწილეობით. ყველა დავალება შესრულდა“, - ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

კრემლის ცნობით, წვრთნების დროს რუსეთის ბირთვულმა ძალებმა საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტები და ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს