რუსული მედია - ვლადიმერ პუტინმა ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა, რომელსაც ასევე, აფხაზეთთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მოვალეობა დაეკისრება

ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს წევრ მეზობელ ქვეყნებთან რუსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ნიკოლაი უდოვიჩენკო დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში მეზობელ ქვეყნებთან - დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრებთან. ასევე, მას აფხაზეთის რესპუბლიკასთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მოვალეობა დაეკისროს“, - ნათქვამია განკარგულებაში.

ამასთან, პუტინის განკარგულების მიხედვით, ნიკოლაი უდოვიჩენკო „კასპიის ზღვის შესახებ მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს“.

ნიკოლაი უდოვიჩენკომ აღნიშნულ თანამდებობაზე მიხაელ პეტრიაკოვი შეცვალა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს