სასამართლომ ჟურნალისტ ირაკლი წულაიას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა განუსაზღვრა

საპროტესტო აქციის მონაწილე, ჟურნალისტი ირაკლი წულაია, რომელსაც შსს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.

ქოჩქიანმა წულაიას 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე შინაგან საქმეთა სამინისტრო წულაიას მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

დაკავებულის ადვოკატის, მარიამ ჩხეიძის თქმით კი, წულაიას გზის ხელოვნურად გადაკეტვა არ ჰქონია მიზნად და ის საკუთარ პროტესტს გამოხატავდა. პოზიცია დააფიქსირა თავად წულაიამაც.

"ერთი წლის წინ, სპეცრაზმმა დამაკავა, სასტიკად გამისწორდნენ, ამ ერთი წლის განმავლობაში არ დაკითხული არც ერთი სპეცრაზმელი. არ ვაღიარებ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ მიღებულ ამ კანონებს...მინდა ვთქვა, რომ ამ კანონს არ დაემორჩილონ", - განაცხადა წულაიამ.

ირაკლი წულაიას 19 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას ედავებოდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი