ჩეხეთის საგარეო უწყება - ვულოცავთ სახაროვის პრემიის ლაურეატებს ანდჟეი პოჩობუტსა და მზია ამაღლობელს - დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების დაცვისას მათი სიმამაცე შთამაგონებელია

ვულოცავთ სახაროვის პრემიის ლაურეატებს ანდჟეი პოჩობუტსა და მზია ამაღლობელს, - ასე ეხმაურება ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას მიერ სახაროვის პრემიის გამარჯვებულების გამოცხადებას.

„თავისუფალი მედიისა და ადამიანის უფლებათა დამცველების მხარდაჭერა ჩეხეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი ღირებულებაა. ვულოცავთ 2025 წლის სახაროვის პრემიის ლაურეატებს ანდჟეი პოჩობუტსა და მზია ამაღლობელს. დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების დაცვისას მათი სიმამაცე შთამაგონებელია“, - წერს ჩეხეთის საგარეო უწყება X-ზე.

შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი - 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს