ფოთი ოქროს ტბაზე 25-27 ოქტომბერს საერთაშორისო წყალ-სათხილამურო ტურნირს უმასპინძლებს

25-27 ოქტომბერს, ქალაქი ფოთი, ოქროს ტბაზე, საერთაშორისო წყალ-სათხილამურო ტურნირს მასპინძლობს.

ღონისძიებას ორგანიზებას უწევს ფოთის ტბის კლუბი (Poti Lake Club), საქართველოს წყლის თხილამურების ფედერაციასთან პარტნიორობითა და ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით.

„ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 15 სპორტსმენი და 9 IWWF-ის (წყალსათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის) სერტიფიცირებული ოფიცერი ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. შეჯიბრება გაიმართება სამ დისციპლინაში: სლალომი, ტრამპლინი და ფიგურული. საერთაშორისო წყლის თხილამურებისა და ვეიკბორდის ფედერაციის (IWWF-ის) სერტიფიცირებული ოფიცრების მონაწილეობა უზრუნველყოფს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, შეჯიბრების უმაღლეს პროფესიულ, სამართლიან და უსაფრთხო დონეს.

საერთაშორისო ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს წყლის სპორტის განვითარების გზაზე. ტურნირი ხელს უწყობს საერთაშორისო ტურნირებისთვის საქართველოს, როგორც ახალი და მიმზიდველი დანიშნულების ადგილის წარმოჩენას, და ასევე ქვეყნის ინტეგრაციას ევროპის წყალსათხილამურო საზოგადოებაში”, -აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც ორგანიზატორები ავრცელებენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს