მიხეილ სააკაშვილი - ფარცხალაძე-რომანოვის სახელობის "პროკურატურა" ითხოვს ჩემს დაკითხვას 4 ოქტომბრის საქმეზე - 4 ოქტომბრის სახალხო კრების ორგანიზებაში და წარმართვაში რომ ვყოფილიყავი ჩართული, სულ სხვა შედეგზე შევძლებდით გასვლას

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე პროკურატურას მისი გამოკითხვა სურს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს, 4 ოქტომბრის სახალხო კრების ორგანიზებაში და წარმართვაში რომ ყოფილიყო ჩართული, სულ სხვა შედეგი იქნებოდა.

„ფარცხალაძე-რომანოვის სახელობის "პროკურატურა" ითხოვს ჩემს დაკითხვას 4 ოქტომბრის საქმეზე. ძალიან უნდათ 4 ოქტომბერი რაღაცნაირად მომაბან. ჩემთვის დიდი პატივი იქნებოდა 4 ოქტომბრის სახალხო კრების ორგანიზატორობა, მაგრამ სამწუხაროდ სრულ იზოლაციაში მამყოფებენ და ვერ გამომდის ამ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებში მონაწილეობა.

მიმაჩნია, რომ 4 ოქტომბრის სახალხო კრების ორგანიზებაში და წარმართვაში რომ ვყოფილიყავი ჩართული, სულ სხვა შედეგზე შევძლებდით გასვლას.

ყველანი ვხვდებით, რომ სამართლებრივი პროცესი ქოცების პირობებში არასდროს იქნება და ყველაფერი ერთი ბოროტი კარაბას-ბარაბასის თეატრია.

ჩემი პოზიციაა, რომ ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ და ბევრად მეტად გავამძაფროთ. საქართველო აუცილებლად დაამარცხებს დიქტატურას!“ , -წერს სააკაშვილი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს