პროკურორი აცხადებს, რომ ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ზურაბ კაკაბაძემ 350 000 დოლარის ფსონი "აჭარისა" და "რედისონის" კაზინოებში დადო

პროკურორ ლაშა ფანჩულიძის თქმით, საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ზურაბ კაკაბაძემ 350 000 დოლარის ფსონი "აჭარისა" და "რედისონის" კაზინოებში დადო.

როგორც პროკურორი სასამართლო პროცესზე აცხადებდა, კაკაბაძემ პირადი მიზნებისთვის მოიხმარა ფედერაციის კუთვნილი თანხა, რომლის ნაწილიც - 350 000 დოლარის ფსონი მან "აჭარისა" და "რედისონის" კაზინოებში დადო.

ფანჩულიძის განმარტებით, ბრალდებულს ნახევარი მილიონი ლარი აქვს დახარჯული და უკან 40 000 ლარი დააბრუნა.

სახელმწიფო ბრალმდებლის თქმით, კაკაბაძეს დიდი ფინანსური რესურსი აქვს, მინიმუმ, ნახევარი მილიონი ლარი, ამასთან, 45-ჯერ აქვს საზღვარი გადაკვეთილი, შესაბამისად, მისი მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს.

პროკურორი დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს.

კაკაბაძე ბრალს არ აღიარებს. მან სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ "კანონმორჩილი ადამიანია".

ცნობისთვის, პროკურატურამ გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. ზურაბ კაკაბაძეს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის კუთვნილი 464 496 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან.

კაკაბაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს