პრემიერი - მიმზიდველმა საინვესტიციო კლიმატმა მოიზიდა ისტორიაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია - Eagle Hills გახლავთ მსოფლიო დონის დეველოპერული კორპორაცია, რომელიც გეგმავს საქართველოში 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას

საქართველოს მიმზიდველმა საინვესტიციო კლიმატმა ახლახან მოიზიდა ჩვენს ისტორიაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია - Eagle Hills გახლავთ მსოფლიო დონის დეველოპერული კორპორაცია, რომელიც გეგმავს საქართველოში 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ტრანსფორმაციული პროექტის განხორციელების გზით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გამართულ საინვესტიციო პანელზე - Georgia - Nexus For Investment - სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს სტრატეგიული ინვესტიცია შექმნის ათასობით მაღალშემოსავლიან სამუშაო ადგილს, სტიმულს მისცემს მომიჯნავე დარგების განვითარებას და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს პოზიციას რეგიონში უმთავრეს საინვესტიციო დანიშნულების ცენტრად.

„რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო გარემო აქვს საქართველოს. ბიზნესისთვის ხელსაყრელი რეფორმებით, სანდო პოლიტიკითა და ძლიერი ინსტიტუტებით მხარდაჭერილი ქვეყანა ლიბერალური სავაჭრო რეჟიმით, მინიმალური ბიუროკრატიითა და ეფექტური საბაჟო მომსახურებით უზრუნველყოფს შეუფერხებელ ბიზნეს ოპერაციებს. ამ ძალისხმევის წყალობით, საქართველო მსოფლიო ბანკის „ბიზნეს მზაობის" (B-READY) ინდექსის ვაჭრობის ჭრილში მსოფლიოში საუკეთესო ათეულში მოხვდა. ევროკავშირთან, ჩინეთთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის კავშირთან, დსთ-სთან, თურქეთთან და სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების შედეგად, საქართველო 2.3 მილიარდზე მეტი მომხმარებლის მქონე ბაზრებზე წვდომას უზრუნველყოფს ტარიფების გარეშე.

ჩვენი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ლანდშაფტი მრავალფეროვანი და სტაბილურია; და მოიცავს ისეთ ძირითად სექტორებს, როგორიცაა ფინანსური სერვისები, ენერგეტიკა, წარმოება, უძრავი ქონება და ვაჭრობა. ამ მიღწევის ასახვაა ის, რომ საქართველო Chandler Institute-ის მიერ გამოქვეყნებული „კარგი მმართველობის ინდექსის" თანახმად, საქართველო 120 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზეა ინვესტიციების მოზიდვის ნიშნით. ეს დივერსიფიკაცია, საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობასთან და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ქვეყანას ინვესტიციების, დაკავშირებადობისა და მდგრადი ზრდის რეგიონულ ცენტრად აქცევს.

საქართველოს მიმზიდველმა საინვესტიციო კლიმატმა ახლახან მოიზიდა ჩვენს ისტორიაში უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია. Eagle Hills გახლავთ მსოფლიო დონის დეველოპერული კორპორაცია, რომელიც გეგმავს საქართველოში 6.5 მილიარდი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ტრანსფორმაციული პროექტის განხორციელების გზით. რომელიც ახლებურად ჩამოაყალიბებს ჩვენს ურბანულ ლანდშაფტს. ეს სტრატეგიული ინვესტიცია შექმნის ათასობით მაღალშემოსავლიან სამუშაო ადგილს, სტიმულს მისცემს მომიჯნავე დარგების განვითარებას, და კიდევ უფრო განამტკიცებს საქართველოს პოზიციას რეგიონში უმთავრეს საინვესტიციო დანიშნულების ცენტრად", - განაცხადა პრემიერმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის