პროკურატურასა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს პროკურატურასა და საკანონმდებლო მაცნეს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მემორანდუმის ფარგლებში, გენერალური პროკურატურის, შენობაში საკანონმდებლო მაცნეს აპარატი განთავსდა.

„მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ ამირან გულუაშვილმა და საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს თავმჯდომარემ ნათია ჩირიკაშვილმა. შეხვედრას გენერალური პროკურატურის ადმინისტრაციის უფროსი ბიძინა ქუმსიაშვილი და საკანონმდებლო მაცნეს ადმინისტრაციის უფროსი სალომე ბარბაქაძე ესწრებოდნენ.

საკანონმდებლო მაცნეს აპარატი, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებსა და საკანონმდებლო აქტებით დაინტერესებულ პირებს, შესაძლებლობას მისცემს, შენობიდან გაუსვლელად, ადგილზე მარტივად, შეიძინონ საკანონმდებლო მაცნეს ბეჭდური გამოცემები. გარდა ქართულენოვანი ბეჭდური პროდუქციისა, აპარატით შესაძლებელია ნორმატიული აქტების ინგლისურენოვანი ვერსიების მიღებაც.

საქართველოს პროკურატურა საკანონმდებლო მაცნესთან თანამშრომლობას მომავალშიც განაგრძობს და საკანონმდებლო მაცნეს პროექტის ფარგლებში აპარატები პროკურატურის სხვა შენობებშიც განთავსდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს