რუსეთში, ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად ცხრა ადამიანი დაიღუპა

რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქის ქალაქ კოპეისკში, ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა, ალექსეი ტექსლერმა განაცხადა.

„ამ დროისთვის დადასტურებულია გარდაცვალების ცხრა ფაქტი. ხუთი ადამიანი დაშავდა და ჩვენი სამედიცინო პერსონალი ყველაფერს აკეთებს მათი მდგომარეობის სტაბილიზაციისთვის. ვაზუსტებთ ინფორმაციას დაკარგულების შესახებ“, - დაწერა ტექსლერმა „ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, მაშველები ნანგრევების გაწმენდას იწყებენ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ოთხი დაღუპულის შესახებ. ამის შემდეგ ხანძრის კერასთან მეორე აფეთქება მოხდა. არსებობდა უპილოტო საფრენი აპარატის შეჭრის ვერსია, თუმცა არ დადასტურდა.

გუბერნატორის თქმით, მოსახლეობას ან სამოქალაქო ობიექტებს საფრთხე არ ემუქრება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს