ირაკლი კობახიძე პარტიების აკრძალვაზე - ხვალ, ან მაქსიმუმ ორშაბათს, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეტანილი იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი ხვალ, ან ორშაბათს შევა.

აღნიშნულის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ალბათ ხვალვე, არ ვიცი. როგორც მოგეხსენებათ, პარლამენტარებს შეაქვთ სარჩელი. ან ხვალ, ან მაქსიმუმ ორშაბათს უკვე სარჩელი შეტანილი იქნება სასამართლოში,“ - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა 16 ოქტომბერს, დაუჭირა მხარი საკანონმდებლო პაკეტს, რომლის გათვალისწინებით, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ.

ცვლილებები „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ ორგანულ კანონში, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონში, “საარჩევნო კოდექსში“ და “სისხლის სამართლის კოდექსში“ აისახა.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონკრეტული პარტია აიკრძალება, აკრძალული პარტიის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა პასიური საარჩევნო უფლებით ისარგებლონ - მათ აღარ შეეძლებათ იყვნენ არჩეული პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში. ამავდროულად, შეეზღუდებათ კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება, ვეღარ შეძლებენ გახდნენ სხვა პარტიის წევრები. ასევე ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო