ნათია თურნავა - გლობალურ საფინანსო რუკაზე გამოჩენა არ არის შემთხვევითი, ბოლო წლებში ქვეყანამ მიაღწია შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას და შეინარჩუნა ფინანსური სტაბილურობა - სახეზეა ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბების აუცილებლობა და წინაპირობებიც

ბოლო წლებში ქვეყანამ მიაღწია შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას, შეინარჩუნა ფინანსური სტაბილურობა გლობალური გამოწვევების ფონზე და განავითარა ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ „თბილისის ფინანსური სამიტის“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ჩამოყალიბდა და ნარჩუნდება სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, „რომელიც შედარებით დაბალ ინფლაციასთან ერთად საქართველოს მეტად განვითარებულ ეკონომიკებთან შედარებითაც კი გამოარჩევს“.

„დღეს, საქართველო პირველად მასპინძლობს მასშტაბურ საერთაშორისო ღონისძიებას - „თბილისის ფინანსურ სამიტს”. მოხარული ვარ, რომ ღონისძიებას ესწრებიან როგორც საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირები, ისე რეგიონის ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ინვესტორები, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები და ფინტექ ინდუსტრიის ლიდერები. ეს ნათლად აჩვენებს ქართული საფინანსო სექტორის და მთლიანად ჩვენი რეგიონის მიმართ მზარდ საერთაშორისოინტერესს.

სიმბოლურია, რომ „თბილისის ფინანსური სამიტი” აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმის პარალელურად იმართება, რადგან საქართველომ უკვე დაიმკვიდრა თავი როგორც ძლიერმა რეგიონულმა ჰაბმა ვაჭრობის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის სექტორში, და ამით ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით. ამჟამად კი სახეზეა საქართველოს ასეთივე ძლიერ ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბების აუცილებლობა და წინაპირობებიც.

აღსანიშნავია, რომ თბილისის ფინანსური სამიტის ერთ-ერთი თანაორგანიზატორია „გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელი“ (GFTN) — წამყვანი საერთაშორისო ქსელი ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში, რომელიც აერთიანებს ფინანსურ ინსტიტუტებს, ფინტექ კომპანიებსა და ინვესტორებს ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან. მოხარული ვარ, რომ ამ წამყვან გლობალურ პლატფორმას ახლა საქართველოცუერთდება.

საქართველოს გლობალურ საფინანსო რუკაზე გამოჩენა არ არის შემთხვევითი. ბოლო წლებში ქვეყანამ მიაღწია შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას, შეინარჩუნა ფინანსური სტაბილურობა გლობალური გამოწვევების ფონზე და განავითარა ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო. საქართველოში ჩამოყალიბდა და ნარჩუნდება სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო, თითქმის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც შედარებით დაბალ ინფლაციასთან ერთად გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას მეტად განვითარებულ ეკონომიკებთან შედარებითაც კი”, - განაცხადა თურნავამ.

თურნავას თქმით, გასაკვირი არ არის, რომ წლების განმავლობაში საქართველოს ფინანსური ინდუსტრია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით სხვა დარგებთან შედარებით ლიდერობს.

„როგორც რეგიონული, ისე გლობალური ინვესტორები სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ საქართველოს ფინანსურ სექტორში ინვესტირების მიმართულებით. შედეგად,უკვე არაერთი ახალი ჯგუფი შემოდის ქართულ ბაზარზე.

ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ ქართული ბანკებიც აფართოებენ საქმიანობას რეგიონის ქვეყნებში. შესაბამისად, საქართველოს საბანკო სექტორი იქცა სასურველ ინვესტორად რეგიონის ეკონომიკებში.

ტრადიციული საბანკო სექტორის განვითარების პარალელურად, საქართველო აქტიურად უჭერს მხარს ფინტექ სექტორის განვითარებას. საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულება ქვეყანაში ფინანსური ტექნოლოგიებისა და ფინანსური სერვისების განვითარების ხელშეწყობაა. ჩვენ მივესალმებით ამ სფეროთი დაინტერესებულ ინვესტორებს და უცხოურ კომპანიებს, ჩვენი ბაზარი ღიაა მათთვის.

ფინანსური სერვისების დივერსიფიკაციისა და ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით საქართველოში შექმნილია გამჭვირვალე, მოქნილი და ფინტექ საჭიროებებზე მორგებული მარეგულირებელი ჩარჩო, მათ შორის, საქართველოს მთავრობის და პარლამენტის მხარდაჭერით შემოვიღეთ ციფრული ბანკების ლიცენზირება,დავნერგეთ ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის და ზედამხედველობისრეჟიმი, ვავითარებთ ღია ბანკინგს, ჩამოვაყალიბეთ რეგულირების ლაბორატორია (ე.წ. “სენდბოქსი”), სადაცფინანსური ბაზრის მონაწილეებსსაშუალება ეძლევა გამარტივებული მოთხოვნებით და კონტროლირებად გარემოში გამოსცადონ ინოვაციური სერვისები და პროდუქტები.

ეროვნულ დონეზე ფინტექ ეკოსისტემისა და ფინანსური სერვისების განვითარებასთან ერთად, ჩვენთვის პრიორიტეტიარეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება — განსაკუთრებით ფინანსური ტექნოლოგიების, კაპიტალის ბაზრისა და გადახდების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, შუა დერეფნის ქვეყნებთან თანამშრომლობით, საქართველო მიმზიდველ საფინანსო ჰაბად ვაქციოთ, რაც ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის საქმეში ჩვენი ქვეყნის როლის შემდგომ გაძლიერებას ნიშნავს.

დღევანდელი ღონისძიება გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, განვიხილოთ ფინანსური სერვისების მიმართულებით არსებული გლობალური ტენდენციები, რეგიონული ინიციატივები და თანამშრომლობის შესაძლებლობები.

გისურვებთ ნაყოფიერ დისკუსიებსა და წარმატებულ თანამშრომლობას თბილისის ფინანსური სამიტის ფარგლებში”, - განაცხადა თურნავამ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო