ირაკლი კობახიძე მზია ამაღლობელის დაჯილდოებაზე - უცხოურ აგენტურას საქართველოში ჰქონდა დავალება, რომ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების დაკნინება ეცადა, რასაც ვერ მიაღწიეს, მაგრამ ვიღაც-ვიღაცებს უფასებენ მცდელობას

უცხოურ აგენტურას საქართველოში ჰქონდა დავალება, რომ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების დაკნინება ეცადა, რასაც ვერ მიაღწიეს, მაგრამ ვიღაც-ვიღაცებს უფასებენ მცდელობას,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებლისთვის, მზია ამაღლობელისთვის 2025 წლის სახაროვის პრემიის მინიჭება შეაფასა.

ირაკლი კობახიძის თქმით, აღნიშნული ქმედება რადიკალიზმისა და კრიმინალის წახალისებაა.

„მზია ამაღლობელმა რეალურად დავალება შეასრულა, პირდაპირი იყო თუ არაპირდაპირი დავალება ამას მნიშვნელობა არ აქვს. უცხოურ აგენტურას საქართველოში ჰქონდა დავალება, რომ ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების დაკნინება ეცადა, რასაც ვერ მიაღწიეს, მაგრამ ვიღაც ვიღაცებს უფასებენ მცდელობას, ეს არის რეალობა, რომელსაც ვხედავთ. ეს არის რადიკალიზმისა და კრიმინალის წახალისება, რომელიც ძალიან სამწუხაროა, თუმცა ვხედავთ, თუ როგორ მძიმე მდგომარეობაშია ევროპული ბიუროკრატია და ამ ფონზე ასეთი აქტები არავის უკვირს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები - „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი და ბელარუსი ჟურნალისტი ანდჟეი პოჩობუტი 2025 წლის სახაროვის პრემიის გამარჯვებულები გახდნენ.

როგორც გამარჯვებულების გამოცხადებისას ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, ანდჟეი პოჩობუტისა და მზია ამაღლობელის გამბედაობა შუქურად ანათებს ყველასთვის, ვინც უარს ამბობს გაჩუმებაზე“.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო